пятница, 16 октября 2009 г.

პროექტის სახელი:
"გამჭრიახი და იღბლიანი ბიზნესმენი"

პროექტის მოკლე არწერა 1-2 წინადადებით:
ამ პროექტში წარმიდგენილი მასალით მოსწავლეები გაიღრმავებენ და გაიფართოვებენ ცოდნას მონაცემთა ანალიზსა და სტატისტიკაში.

პროექტის სრული აღწერა:
ვთქვათ გაქვთ 100 000 ლარი და გსურთ ამ თანხის სარფიანად დაბანდება.როგორ მოიქცევით, რა გზას აირჩევთ? თავად გადაწყვიტეთ.
ყოველდღიურად ინტერნეტმედიაში,ტელევიზიით, გაზეთებში წარმოდგენილია სხვადასხვა ინფორმაცია ნავთობპროდუქტების ფასის,დოლარის კურსის და სხვათა შესახებ . ამ პროექტის განხორციელებისათვის საჭიროა წინასწარ მოიზიოთ და შეკრიბოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. დააკვირდით მოძიებულ ინფორმაციას და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი კაპიტალდაბანდება. რომელ ნავთობპროდუქტში დააბანდებთ 100 000 ლარს?
დაბანდებულ თანხას აკვირდებით ერთი თვის განმავლობაში. ინფორმაციის ცვლილებისას გამოსახეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა მოსახერხებელი ფორმით.
დიაგრამით,ცხრილით,გრაფიკებით.
ერთი თვის თავზე დაასახელეთ "გამჭრიახი და იღბლიანი ბიზნესმენი."

მონაწილეთა ასაკი:
14-15 წელი.მე-9-ე მე-10-ე კლასი.

ვადები:
1თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
სტსტისტიკის განხორციელება, მონაცემთა მოპოვებბა და დაჯგუფება, (კომპიუტერის, ინტერნეტის გამოყენებით.), სიხშირეთა გამოთვლა,დიაგრამებისა და გრაფიკების აგება,დისკუსიის გამართვა.

მოსალოდნელი შედეგები,პროდუქტები,რომლებიც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს,ისწავლიან მონაცემთამოჩიებას და ანალიზს.ეჩვევიან ურტიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები.პროდუქტები:დიაგრამები,ცხრილები, გრაფიკები,პრეზენტაცია შექმნილი მასალის მიხედვით.

სარგებელი სხვებისთვის;
მათემათიკის პრაქტიკული გამოყენება.

სამუშაო ენა:
ქართული

მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მშობლიური ენა და ლიტერატურა: მისი ცოდნა აუცილებელია მოსწავლის მიერ ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების და ანალიზის დროს.
გეოგრაფია:სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური რესურსების გაცნობა, ფულის ერთეულების გამოკვლევა.
უცხო ენა: ინფორმაციის მოჩიება ინტერნეტიდან და გადათარგმნა.
ისტ-განხორციელება პროექტის ისტ-ის გამოყენებით.

პროექტის ფასილიტატორი:
მანანა ზარიძე

Комментариев нет:

Отправить комментарий